Monday, June 24, 2019

გაკვეთილის გეგმა ქართულში-"ნაცარქექია"

სამოდელო გაკვეთილის  გეგმა  ქართულ  ენაში
თემა: ქართული  ხალხური  ზღაპარი  „ნაცარქექია“
ავტორი: დოდო  მაზმიშვილი



           სსიპ   ქალაქ თბილისის N128  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი დოდო  მაზმიშვილი
                                                                    
საგანი:
ქართული ენა
სწავლების საფეხური 

დაწყებითი,  III კლასი

მოსწავლეთა პროფილი

25 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა
ქართული  ხალხური  ზღაპარი  „ნაცარქექია“

გაკვეთილის ტიპი

პრობლემაზე  ორიენტირებული
დრო
45 წთ. ერთი  გაკვეთილი.
გაკვეთილის ჩატარების დრო
7.05.2019

გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: ტექსტის  გაგება-გააზრება, პრობლემების გამოვლენა,  გადაჭრის  გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა, დასკვნის ჩამოყალიბება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, შედეგები:

ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის,    იგავ-არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება-გააზრება.
·         ამოიცნობს  პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;
·         აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
·         ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს;
            წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ
             ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).

წინარე ცოდნა: მოსწავლეებს  გამომუშავებული აქვთ სწორი კითხვის, ტექსტის გაგების, ანალიზის უნარები, შეუძლიათ
                            აზრის    გამოთქმა, მსჯელობა, ჯგუფებში მუშაობა.

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:

·         მთელ კლასთან მუშაობა;
·         ჯგუფური მუშაობა.

შეფასება და თვითშეფასება

მასწავლებელი ყურადღებით დააკვირდება მოსწავლეთა მუშაობას და საკუთარ სამუშაო რვეულში გააკეთებ სპეციალურ ჩანაწერებს. ეს შეიძლება იყოს:  სწრაფი, მიმდინარე ჩანაწერები იმ მოსწავლეთა მუშაობის ასპექტებზე, რომლებიც:

) ძნელად ან საერთოდ ვერ ართმევენ თავს რომელიმე სამიზნე უნარის დაუფლება-გამოყენებას;
) პასიურად ან საერთოდ არ ერთვებიან ამა თუ იმ აქტივობაში.

·  ზეპირი განმავითარებელი შეფასებები;
·  კონსტრუქციული უკუკავშირი.

N

აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა

სასწავლო რესურსები

დრო

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი სავარაუდო შედეგი
1

 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. გაკვეთილის მიზნისა და  შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
 (იხ. დანართი 1).

ვერბალური ახსნა
საერთო საკლასო
ჟურნალი, კალამი, შეფასების რუბრიკა,  დაფა
1წთ.
მოსწავლეს ეცოდინება გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების კრიტერიუმი.
2
წინარე  ცოდნის გააქტიურება -  ტექსტის შესწავლილი  I და II  თავის ანალიზი კითხვებით:

რომელი პერსონაჟები მოქმედებენ შესწავლილ ნაწილებში?(ნაცარქექია, რძალი, დევი)

 რატომ ჰქვია ერთ-ერთ პერსონაჟს ნაცარქექია? (ის მთელი დღე იჯდა ბუხართან და ნაცარს ქექავდა)

 როგორ მოახერხა რძალმა ნაცარქექია მაზლისთვის კარი ჩაეკეტა? (როცა ნაცარქექია წირვაზე წავიდა და სახლში რომ დაბრუნდა, რძალმა სახლში აღარ შეუშვა)

რა წაიღო საგზლად ნაცარქექიამ? (ერთი  გუდა  ნაცარი, სადგისი და ახალი ყველი)

პირველად როდის და როგორ გამოიჩინა ნაცარქექიამ მოხერხებულობა?(როცა გუდას სადგისი უჩხვლიტა,გახვრიტა და მტვრის კორიანტელი დააყენა)

დევები ძლიერები არიან, მაგრამ ნაცარქექია მაინც სჯობნის მათ, რა უპირატესობა აქვს მას?
(ის მოხერხებულია)

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

2 წთ.
წინარე ცოდნის შემოწმება
  3
ზღაპრის III ნაწილის კითხვა-ანალიზი, ახალი  ლექსიკური ერთეულების გამოყოფა-განმარტება (წკეპლა, ლაჩარი, კეცი, ხელადა, კოჭი)
კითხვები:
რა  იყო ნაცარქექიას ბოლო ეშმაკობა, რომლის შემდეგაც დევები სახლიდან გაცვივდნენ? (როცა მელას უთხრა: თორმეტი დევი გემართა და ერთი რად მოიყვანეო)

სხვაგვარი დასასრული თუ  გსმენიათ ზღაპრის? (ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა)

რომელი ანდაზა შეეფერება  მათ ამბავს?
(ხერხი  სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა)
პაუზებით კითხვა


ინტერაქცია
მთელი კლასი

7 წთ.
შინაარსის  გაგება-გაანალიზება
4
ასოციაციური  რუკის შედგენა (ნაცარქექიას თვისებები)

ასოციაციური რუკა
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი


1წთ
      მოსწავლე შეძლებს
გამოყოს პერსონაჟის  დამახასიათებელი თვისებები
5
დაფასთან მუშაობა:
დაფაზე გაკრულია  ფლიფჩარტი, რომელზეც მოცემულია  სქემა „მორფოლოგიური ყუთი“ (დანართი 4), მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები განსაზღვრავენ ძირითად პრობლემას და ამ პრობლემის მოგვარების გზებს.
1.რა მიზეზებმა გამოიწვია ეს პრობლემა?
2.თქვენი აზრით რა  გზებით შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება?
3.როგორ უნდა მოქცეულიყო ნაცარქექია, რომ სახლიდან არ გაეგდოთ?
კითხვებზე პასუხის მისაღებად შევავსებთ ფლიფჩარტზე მოცემულ სქემას. ჩამოიწერება პრობლემა და მისი გადაჭრის  ალტერნატიული გზები. ჩამოიწერება მოსწავლის ყველა კომენტარი, შემდეგ ვიწყებთ მსჯელობას, თუ რომელი გზა იქნებოდა უფრო შედეგიანი, ეფექტიანი.
სქემის შევსების შემდეგ გამოგვაქვს დასკვნა:
როგორ მოგწონთ ნაცარქექიას საქციელი, როცა ის სხვის ქონებას დაეპატრონა?
არიან თქვენს ირგვლივ ან თუ იცნობთ ნაცარქექიას მსგავს ადამიანებს?

მორფოლოგიური ყუთი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი სქემით „მორფოლოგიური ყუთი“
10წთ
მოსწავლე შეძლებს
პრობლემის გამოკვეთას და მისი გადაჭრის გზას, წაკითხულის დაკავშირებას პირად გამოცდილებასთან





    
6
ჯგუფური მუშაობა: მასწავლებელი კლასს ჰყოფს  ოთხ  ჯგუფად. თითოეულს დაურიგებს სამუშაო მასალას,  ერთობლივად განსაზღვრავენ ქცევის წესებს. თითოეულ ჯგუფს მისცემს განსხვავებულ დავალებას, დეტალურად აუხსნის ინსტრუქციას, განუსაზღვრავს დროს.
პრეზენტატორებს აირჩევენ ჯგუფის წევრები. დავალებას ჯგუფებში გადაინაწილებენ თანაბრად. პრეზენტაციისათვის მიეცემათ თითოეულ ჯგუფს 1  წუთი.
I  ჯგუფი:
მოსწავლეები  ავსებენ  სქემას „პერსონაჟის  რუკა“,
ახასიათებენ როგორია მთავარი გმირი, მოჰყავთ არგუმენტები ტექსტიდან.
II ჯგუფი :
მოსწავლეები ავსებენ სქემას „თავიდან-მერე-ბოლოს“.  მოსწავლეები აღწერენ რა მოხდა ზღაპრის დასაწყისში, შუა ნაწილში და ბოლოს.
III ჯგუფი:
მოსწავლეები  უპასუხებენ კითხვებს:
1.      რა  უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავემსგავსოთ ნაცარქექიას? (როგორ გადავჭრათ, მოვაგვაროთ ეს პრობლემა?)
2.      როგორ მიგაჩნიათ სწორად ნაცარქექიას მიერ სხვისი ქონების მითვისება? (ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი)
3.      თქვენი  აზრით, როგორ მოვიქცეთ თუ გაჩნდა  პრობლემა - უნდა  გავექცეთ, თუ დროულად მოვაგვაროთ?(როგორ)
IV ჯგუფი
დახატეთ რომელიმე ეპიზოდი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და ამოწერეთ ზღაპრიდან შესაბამისი ტექსტი.

ჯგუფური მუშაობა

მუშაობა მცირე ჯგუფებში
დავალებების ბარათები,  საწერკალმები,  ფანქარი
11წთ.
მოსწავლე შეძლებს მცირე ჯგუფებში მუშაობას, მიღებული ცოდნისა  და უნარების   განმტკიცებას.








7
ნამუშევრების პრეზენტაცია: (იხ.დანართი 2)
მოსწავლეები წარმოადგენენ  საკუთარ ნამუშევრებს.



ვიზუალური-ვერბალური.
საერთო საკლასო
საპრეზენტაციო ფურცლები; მაგნიტები.
თვითშეფასების ცხრილი
8წთ.
მოსწავლე შეძლებს თანამშრომლობითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება,

8
გაკვეთილის შეჯამება, (იხ. დანართი 3) მასწავლებლის უკუკავშირი

მოსწავლეებს დაურიგდებათ ფერადი სტიკერები, მათ ერთი-ორი სიტყვით უნდა დაწერონ  „როგორი  უნდა ვიყოთ“, სტიკერები გაიკვრება დაფაზე.
ვერბალური

ფერადი  სტიკერები
 4 წთ
მოსწავლე შეძლებს სწავლის პროცესებისა და შედეგების შეფასებას
9
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას: დავწეროთ პატარა ამბავი ნაცარქექიის საპირისპირო თვისებების მქონე პიროვნებაზე და  დავასათაუროთ.
ვერბალური
საერთო საკლასო

1 წთ.

    







  დანართი 1
 შეფასების საგანი და პროცედურები            


კარგი
საშუალო
დამაკმაყოფილებელი
მსჯელობს, გამოთქვამს
და იცავს შეხედულებებს

კარგად გაართვა
თავი დაგეგმილ
აქტივობებს
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის
მიზნით
საჭიროებს მასწავლებ
ლის დახმარებას
შეუძლია პრობლემის
გადაჭრის გზების
ძიება
კარგად გაართვა
თავი დაგეგმილ
აქტივობებს
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის
მიზნით
საჭიროებს მასწავლებ
ლის დახმარებას
მონაწილეობს დაგეგმილ აქტივობებში
კარგად გაართვა
თავი დაგეგმილ
აქტივობებს
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის
მიზნით
საჭიროებს მასწავლებ
ლის დახმარებას





         
   დანართი 2                                     
  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
კი
არა
ნაწილობრივ
პრეზენტატორი არის ორგანიზებული



პრეზენტაცია სრულიად აკმაყოფილებს დავალების მოთხოვნას.





დანართი 3              
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?






დანართი 4
               პრობლემა
პრობლემის გადაჭრის გზები







პ.ს. ფაილის ჩამოტვირთვა.

No comments:

Post a Comment

გამოკითხვა

     კ ი თ ხ ვ ა რ ი 1.       რომელ ასაკშია უფრო ეკეთესი ჩაუნერგო ბავშვს წიგნისადმი სიყვარული? ა) სკოლამდელ ასაკში; ბ) დაწყებითი ...