Monday, May 27, 2019

პ რ ო ე ქ ტ ი ,,მზის სისტემა’’


,,მზის  სისტემა’’
საგანი: ბუნებისმეტყველება 
ავტორი:  სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი - დოდო  მაზმიშვილი



კლასი: 3       
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
პერიოდი: ნოემბერი-დეკემბერი, 2018           

სპეციალური საჭიროების  მოსწავლე  - არ არის




პრობლემის აქტუალობა:  

    გაკვეთილის თემა გვქონდა „მზის  სისტემა“. მოსწავლეებს გაუჭირდათ მზის სისტემაში პლანეტების ერთმანეთისაგან გარჩევა, ასევე თანავარსკვლავედების ამოცნობა. ამიტომაც ბავშვებთან ერთად გადავწყვიტეთ სასწავლო პროექტის მომზადება. გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკი, შესაძლებლობები, ინტერესი. პროექტის ყველა ეტაპი დავგეგმე  მოსწავლეებთან ერთად. 

პროექტის მიზნები:
 პროექტს აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები.

პროექტის მოკლევადიანი  მიზნებია:

1.მოსწავლეები გაეცნონ მზის სისტემას.

2.მოსწავლეებმა   მოიძიონ  ინფორმაცია  მზის  სისტემაში  შემავალ  პლანეტებსა  და  თანავარსკვლავედებზე.

 პროექტის გრძელვადიანი მიზნებია:
1.მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ   დამოუკიდებლად   ინფორმაციის  მოძიება
2.მოსწავლეებში ხელი შევუწყოთ ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა: პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა, თანამშრომლობა, პრეზენტაცია.                                                                  
მოსალოდნელი შედეგები ესგ-ის მიხედვით
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
ბუნ.III.6. მოსწავლე  უნდა  შეუძლოს უშუალოდ  დაკვირვებად  ციურ  სხეულებზე  მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აღწერს  და  ადარებს ერთმანეთს  მზეს, სხვა  ვარსკვლავებს  და  მთვარე.

პროექტის ბოლოს მოკლევადიანი მოსალოდნელი  შედეგი :

მოსწავლეები გაეცნობიან და ისწავლიან მზის  სისტემას, თანავარსკვლავედებს.

პროექტის  ბოლოს გრძელვადიანი მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები   გაიაზრებენ, რამდენად დიდი  და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს  ადამიანებისთვის  მზეს, განუვითარდებათ  პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის გრძნობა.

აქტივობები:
           I ეტაპი: პროექტის დაგეგმვა.
II ეტაპი: დავალების  ჯგუფებში  განაწილება

III  ეტაპი: პროექტის  შეჯამება, პრეზენტაცია, დასკვნა.

რესურსები:
  ფლიფჩარტები, მარკერები, კომპიუტერი
ამოცანები და განხორციელების გზები:
ამოცანა 1  - პროექტის  დაგეგმვა;
ამოცანა 2  - ჯგუფებში დავალების გადანაწილება;
ამოცანა 3 - პროექტების სკოლაში  მოტენა  და  გადახედვა;
ამოცანა 4 - პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია, დასკვნების  გაკეთება.

ვადები: 29.10.2018 – 12.11.2018წ
შეფასების ფორმა: განმავითარებელი-კომენტარი

პროექტის რისკები:
მოსწავლეებს ევალებოდათ  ჯგუფებში  გაერთიანება, თუმცა თუ რომელიმე ვერ მოახერხებდა გაერთიანებას გარკვეული მიზეზების გამო, მათთვის  გულდასაწყვეტი  იქნებოდა.

პროექტის კალენდარი
აქტივობის  დასახელება
29.10.2018
2.11.2018
12.11.2018
1.      პროექტის დაგეგმვა
X


2.      ჯგუფებში დავალების გადანაწილება

X

3.      პროექტის შეჯამება, პრეზენტაცია


X



პროექტის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა

რა იყო პროექტში შენთვის ყველაზე საინტერესო?
რა ისწავლე ამ პროექტზე მუშაობისას?
რა გააკეთე ამ პროექტში?
ვისთან ერთად იმუშავე?
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
რა ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?

                                                                                                      

მასწავლებლის  თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
პროექტი გაწერილ დროში შესრულდა?
დიახ



განმავითარებელი  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
პრეზენტაციის  უნარი
ნაკლებად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი
პრეზენტაციის უნარი დასახვეწი აქვს
ძალიან კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი
შემოქმედებითი უნარი
ნაკლებად აქვს განვითარებული შემოქმედებითი უნარი
დასახვეწი აქვს შემოქმედებითი უნარი
ძალიან კარგად აქვს განვითარებული შემოქმედებითი უნარი

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი

გარე მონიტორინგი - არ არის       
შიდა მონიტორინგი -
 1.  რეგულარულად ვამოწმებდი მოსწავლეების ჩართულობას პროექტში. მოსწავლეთა უმრავლესობა  აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელებაში.
2. ვცდილობდი, ყოველი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე დამეთმო ყურადღება,კვირის ბოლოს ვამოწმებდი,  მუშაობის   რა  ეტაპზე  იყვნენ, ვაძლევდი მათ  საჭირო   რჩევებს.
4. ვცდილობდი, გამეღვივებინა პასუხისმგებლობის გრძნობა.


P.S. ფაილის ჩამოტვირთვა.

No comments:

Post a Comment

გამოკითხვა

     კ ი თ ხ ვ ა რ ი 1.       რომელ ასაკშია უფრო ეკეთესი ჩაუნერგო ბავშვს წიგნისადმი სიყვარული? ა) სკოლამდელ ასაკში; ბ) დაწყებითი ...